Тест: სამართლის საფუძვლებში


Список вопросов


1. 1. ვისგან შედგება საქართველოს მთავრობა?

1) პრემიერმინისტრისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან
2) პრემიერმინისტრისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან;
3) მთავრობა შედგება პრემიერმინისტრისა და მინისტრებისგან;
4) პრემიერმინისტრისგან, პრეზიდენტისგან და მინისტრებისგან;

2. 2. რომელ პირებს ეზღუდებათ წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება?

1) პირებს, რომლებიც იმყოფებიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში
2) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს
3) პირებს, რომლებიც მსახურობენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, თავდაცვის ძალების შემადგენლობაში
4) ა. არასრულწლოვან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

3. შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს, დატოვოს ქვეყნის ტერიტორია?

1) საქართველოს მოქალაქეებს საქართველოდან გასვლისთვის სჭირდებათ სასამართლოს ნებართვა
2) საქართველოს მოქალაქეებს საქართველოდან გასვლისთვის სჭირდებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვა
3) ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება
4) საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება აქვთ მხოლოდ უცხოელებს