Тест: финансы


Список вопросов


1. სწორია თუ არა შემდეგი ჩანაწერი: როცა ფირმაში იზრდება მარაგები, მჟავა ტესტ კოეფიციენტი იზრდება?

1) დიახ, სწორია
2) არა, მცდარია

2. ლიკვიდურობის კოეფიციენტები ზომავენ კომპანიის მიმდინარე და გრძელვადიანი ვალის გადახდისუნარიანობას.

1) მართალია
2) მცდარია

3. ფულზე მოთხოვნის განსაზღვრისთვის (ბიუჯეტირების პროცესში) ვითვალისწინებთ მხოლოდ კრედიტორული დავალიანების გადახდის დროს და კრედიტით გაყიდვებს საპროგნოზო პერიოდისთვის.

1) სწორია
2) არასწორია

4. თუ ნაღდი ფულის ბიუჯეტი არ გვაქვს, დებიტორული დავალიანების ბალანსი შესაძლებელია დაანგარიშდეს დებიტორული დავალიანების ბრუნვის კოეფიციენტის საფუძველზე.

1) სწორია
2) არასწორია

5. სპონტანური დაფინანსება მოიცავს ვალდებულებებს მომწოდებლების მიმართ.

1) ჭეშმარიტია
2) მცდარია

6. მომგებიანობის კოეფიციენტების ჯგუფს არ განეკუთვნება:

1) საერთო მოგების მარჟა
2) ROE - უკუგება აქციონერთა კაპიტალზე
3) მარაგების ბრუნვა
4) ROI - უკუგება მთლიან აქტივებზე

7. ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგების საბოლოო ციფრი „ფულადი ნაკადების ზრდა/კლება“ უნდა ედრებოდეს:

1) ბალანსში ნაღდი ფულის ცვლილებას
2) აქტივების შეძენაში გახარჯულ ნაღდ ფულს
3) მომწოდებლებისთვის გადახდილ ნაღდ ფულს
4) მყიდველების მიერ გადახდილ ნაღდ ფულს

8. საბრუნავი კაპიტალის კლასიფიკაცია შესაძლებელია შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

1) ყველა ზემოთ აღნიშნული
2) დებიტორული მოთხოვნები
3) ნაღდი ფული
4) მომგებიანი აქციები

9. წმინდა მოგების ფარდობა სააქციო კაპიტალთან (ROE) გვიჩვენებს გამომუშავების სიმძლავრეს აქციონრების ინვესტიციის საბალანსო ღირებულებაზე.

1) მართალია
2) მცდარია

10. ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება არაპირდაპირი მეთოდით არ არის შესაძლებელი მომზადდეს მხოლოდ ფონდების მოძრაობის უწყისზე დაყრდნობით.

1) არასწორია
2) სწორია

11. სხვა თანაბარ პირობებში, მზარდი კომპანიისთვის, რაციონალური მენეჯმენტის პირობებში წმინდა ფულადი ნაკადები, საინვესტიციო საქმიანობიდან იქნება უარყოფითი.

1) სწორია
2) არასწორია

12. მთლიანი საბრუნავი კაპიტალი არის კომპანიის ინვესტიცია მიმდინარე და ფიქსირებულ აქტივებში, როგორიცაა ფულადი საშუალებები, ლიკვიდური ფასიანი ქაღალდები, გრძელვადიანი აქტივები.

1) მცდარია
2) ჭეშმარიტია

13. ნაღდი ფულის ბიუჯეტირებისას, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი არ არის საჭირო:

1) შესყიდვები
2) გაყიდვები
3) საოპერაციო და სხვა ხარჯები
4) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

14. მცირე კომპანიებისათვის მოკლევადიანი ვალდებულებები არის გარე დაფინანსების მთავარი წყარო

1) ჭეშმარიტია
2) მცდარია

15. ლიკვიდურობის კოეფიციენტების ჯგუფში არ შედის:

1) რცერთი მოცემული კოეფიციენტი
2) სწრაფი კოეფიციენტი
3) მიმდინარე კოეფიციენტი
4) მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი

16. იმისათვის, რომ დავადგინით აქვს თუ არა კომპანიას რესურსი აითვისოს დამატებითი გრძელვადიანი ვალი, შეგვიძლია გამოვიყენოთ:

1) წმინდა მოგების მარჟა
2) დაფარვის კოეფიციენტი
3) საერთო მოგების მარჟა
4) სწრაფი კოეფიციენტი

17. აქტივებისა და ვალდებულებების რომელი კომბინაცია წარმოქმნის კომპანიისთვის გადახდისუუნარობის ყველაზე მაღალ რისკს?

1) მიმდინარე აქტივების შემცირება მიმდინარე ვალდებალებების გაზრდისა და გრძელვადიანი ვალდებულების შემცირებისას
2) მოკლევადიანი ვალის ჩანაცვლება კაპიტალით
3) მიმდინარე აქტივების გაზრდა მეტი მიმდინარე ვალდებალების წარმოქმნისას
4) მიმდინარე აქტივების გაზრდა მიმდინარე ვალდებულებების შემცირებისას

18. მიმდინარე აქტივების და მიმდინარე ვალდებულებების სხვაობით შეგვიძლია დავადგინოთ კომპანიის მიმდინარე კოეფიცინეტი.

1) მცდარია
2) მართალია

19. დებიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი ტოლია, კრედიტორული დავალიანების საწყის ნაშთს დამატებული შესყიდვები და გამოკლებული დებიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი.

1) სწორია
2) არასწორია

20. აქტივებისა და ვალდებულებების რომელი კომბინაცია წარმოქმნის კომპანიისთვის გადახდისუუნარობის ყველაზე მაღალ რისკს?

1) მოკლევადიანი ვალის ჩანაცვლება კაპიტალით
2) მიმდინარე აქტივების გაზრდა მიმდინარე ვალდებულიბების შემცირებისას
3) მიმდინარე აქტივების შემცირება მიმდინარე ვალდებულებების გაზრდისა და გრძელვადიანი ვალდებულების შემცირებისას
4) მიმდინარე აქტივების გაზრდა მეტი მიმდინარე ვალდებულების წარმოქმნისას

21. მოცემული ვარიენტებიდან, რომელი არ შეესაბამება სიმართლეს?

1) კომპანიის მარაგების ბრუნვის კოეფიციენტის ზრდა, ცალსახად ნიშნავს გაყიდვების მოცულობის ზრდას.
2) კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შემცირება, აუცილებლად გამოინვევს სწრაფი კოეფიციენტის ზრდას
3) კომპანიის საოპერაციო მოგების შემცირება, აუცილებლად გამოინვევს დაფარვის კოეფიციენტის შემცირებას
4) არცერთი ვარიანტი არ არის ცალსახად სწორი.

22. მთლიანი აქტივების ბრუნვის კოეფიციენტს, სხვაგვარად უწოდებენ - კაპიტალის ბრუნვის კოეფიციენტს.

1) მცდარია
2) მართალია

23. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს არ მოიცავს ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება შედგენილი არაპირდაპირი მეთოდით?

1) მარაგების ზრდა
2) კრედიტორული დავალიანების ზრდა
3) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
4) გადახდილი პროცენტი